პროექტებით სწავლება ერთ-ერთი საყვარელი აქტივობაა ჩვენი მე-8 კლასელებისათვის. ისტორიის მასწავლებლის-ნინო ონიაშვილის დახმარებით მოსწავლეებმა გაიხსენეს 1989 წლის 9 აპრილი, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომები, 2008 წლის აგვისტოს ომი და პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირებს. ასევე გაიხსენეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები მსოფლიოს ისტორიიდან როგორიცაა: საბჭოთა კავშირის შექმნა და ტერიტორიული გაფართოება, საბჭოთა კავშირის დაშლა და ბერლინის კედლის დანგრევა, იმსჯელეს მაჰათმა განდისა და მარტინ ლუთერ კინგის მოღვაწეობის შესახებ.
Comments