top of page

გიმნაზიის ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის წრე

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ურბნისისა და რუისის ეპარქიის ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის საწრეო მუშაობის პროგრამა


გიმნაზიის სასკოლო სასწავლო გეგმა ითვალისწინებს ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელ დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას ქართული ხალხური სიმღერის და გალობის (წრე) მიმართულებით.

საწრეო მუშაობის ძირითადი მიზნები:

Ø მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ესგ-ით გათვალისწინებულ საგანში( მუსიკა), შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა, ხელშეწყობა და განვითარება;

Ø მუსიკალური გემოვნების დახვეწა;

Ø ხმის დაყენება;

Ø მარტო და სხვებთან ერთად სიმღერის უნარის განვითარება;

Ø მოსწავლემ შეძლოს შესწავლილი მასალის გამოყენება კლასის კონცერტზე, სასკოლო და სარაიონო ღონისძიებებში, პარაკლისსა და წირვებზე.

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ურბნისისა და რუისის ეპარქიის ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის წრის სამუშაო გეგმა

მუსიკის მოსმენა

საგუნდო და ვოკალური მუსიკის ოქროს ფონდიდან საუკეთესო და ასაკობრივად შესაბამისი ნაწარმოებების მოსმენა, ძველი ქართული ხალხური კუთხური სიმღერები, საგალობლები.

შესასწავლი მასალა

საგალობლები:

კვერექსები;

საცისკრო საგალობლები: ღმერთი-უფალი;

წმ.იოანე ოქროპირის ჟამისწირვის საგალობლები:

წმიდაო ღმერთო;

რომელი ქერუბიმთა;

ღირს არს ჭეშმარიტად

გიორგი მთაწმინდელის ტროპარი

ხალხური სიმღერები:

„იმა მთაზედა“

„მუხა წონწილებს“

„ლაზარე“

„მრავალჟამიერი“

,,ორი დილი“

,,მზე შინა და მზე გარეთა“

,,ქართველო ხელი ხმალს იკარ“

წრის მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ სასკოლო, სარაიონო და საქალაქთაშორისო ღონისძიებებში, სხვადასხვა კონკურსებში; იგალობებენ პარაკლისზე, საუკეთესოები - წირვაზე.

სწავლების კლასი: II – VII .

საწავლო კურსის ხანგრძლივობა: ორი სემესტრი, კვირაში ერთი საათი (პარასკევი).

სასწავლო კურსის მასწავლებელი: იამზე გონგლაძე

32 views0 comments

Commenti


I commenti sono stati disattivati.
bottom of page